დონალდ ტრამპმა გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერა ხელი. კანონი შტატების ისტორიაში გადასახადების უდიდეს შემცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით ხარჯები გაიზრდება თავდაცვის სფეროში და გამოყოფილი თანხა ანტი საჰაერო თავდაცვითი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ შესაქმნელად დაიხარჯება. ასევე დამატებითი რესურსი გამოიყოფა სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად
