„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დადებითი პასუხი გასცა და შუამავლებს წერილობით გადასცა
„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დადებითი პასუხი გასცა და შუამავლებს წერილობით გადასცა. „ჰამასში“ ამბობენ, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბოლო წინადადების შესახებ მოლაპარაკებებში და რომ გადაწყვეტილება ყველა პალესტინურ ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. 60 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე „ჰამასის“ თანხმობას გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შეთანხმება მომავალ კვირას შეიძლება გაფორმდეს
