აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, კამანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან თბილისის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
