ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ტრაგიკულად დაღუპულ ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ტრაგიკულად დაღუპულ ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 125 მოჭიდავე მონაწილეობდა. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ