საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია თუმცა სახანძრო და სამაშველო სამსახურები გაძლიერებულ მზადყოფნაში რჩებიან საბერძნეთში. ცეცხლმა კუნძულ კრეტაზე ტყის მასივები და ზეითუნის ხეივნები გაანადგურა. ათასობით ადგილობრივი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, კუნძული დატოვეს ტურისტებმაც. საგანგებო სამსახურების ცნობით ხანძარი უკვე ლოკალიზებულია