უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ არმიისთვის საკვები პროდუქტების გაზრდილ ფასებში შეძენის საქმის ფარგლებში ჩატარდა. უკრაინული მედიის თანახმად, ალექსეი რეზნიკოვი ჩხრეკის შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული. დეტექტივებმა ამოიღეს „უცნობი“ ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი
