თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად N19 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პირველი ივლისიდან „საზაფხულო ბაღი" ფუნქციონირებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად N19 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პირველი ივლისიდან „საზაფხულო ბაღი" ფუნქციონირებს. დაათვალიერეს ბაღის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ კვების ბლოკების მუშაობასა და სააღმზრდელო პროცესს. თბილისში 55 საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სამი ათას 500-მდე თანამშრომელი 20 ათას აღსაზრდელს ემსახურება