გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამდღიან კონფერენციაში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლები მონაწილეობენ
