პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა
ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დააკავეს. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „დარიალის” მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
