კულტურის სამინისტროს გეგმა
კულტურის სამინისტროში საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა მუზეუმების გაერთიანების გამსხვილებისა და გაძლიერების გეგმებზე ისაუბრა. თინათინ რუხაძემ აღინიშნა, რომ მალე გაერთიანებას მცხეთის, ონისა და ყაზბეგის მუზეუმები შეუერთდება. შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს სამინისტროს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის შენახვისა და განვითარების კუთხით ხელშეწყობაც აღუთქვა და შრომის ანაზღაურების გაზრდის შესახებ ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ღვინის მუზეუმს, რომლის შექმნაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით იგეგმება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
