უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. საკითხზე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. კონცეფციაზე მუშაობა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში იმ გამოწვევებს მოაგვარებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ.