რვათიანი პატიმრობა ოქროუაშვილს
საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, პატიმრობა ამჯერად, ირაკლი ოქრუაშვილს შეეფარდა. 8 თვე და თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. ოქრუაშვილი ერთ-ერთია იმ რვა ოპოზიციონერიდან, რომლებიც კომისიაზე არ გამოცხადდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მათ გადაწყვეტილებას კანონის დემონსტრაციულად დარღვევას უწოდებს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
