UFC-ი თეთრ სახლში
ამერიკის პრეზიდენტმა ორგანიზაციის ხელმძღვანელ დანა უაითს აცნობა, რომ მზად არის 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე თეთრი სახლის ეზოში შერეული საბრძოლო ხელოვნების ღონისძიებას უმასპინძლოს. ტრამპმა აღნიშნული განცხადება აიოვას შტატის ბაზრობაზე გამართული აქციის დროს გააკეთა.
