საფრანგეთის პრეზიდენტი გუშინ გვიან ღამით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
ელისეს სასახლეზე დაყრდნობით, გარდიანი წერს, რომ ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა ირანზე, უკრაინაზე და ევროკავშირსა და ამერიკას შორის ტარიფებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს სატელეფონო კომუნიკაციას გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.
