კრემლის პრესმდივნის განცხადება
კრემლის პრესმდივნის თქმით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში დასახულ მიზანს დიპლომატიური გზით მიაღწიოს, თუმცა ვიდრე ეს შეუძლებელია მოსკოვი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ემზადება უკრაინა რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის. ამ ეტაპზე მხარეები შეხვედრის თარიღზე თანხმდებიან.
