„საქართველო - საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ- ამ სათაურით სტატიას ლე ფიგარო“ აქვეყნებს
სტატიაში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა, საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, და ნათქვამია,, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს. სტატიაში საუბარია თბილისზეც, წერია, რომ აქ თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.