შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო
დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ექვს შეკვრად დაფასოებული, 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენა, ის დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
