რა მიზანი ჰქონდა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას- მმართველი გუნდი საქმის სამართლებრივ შეფასებებს ელოდება
რა მიზანი ჰქონდა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას- მმართველი გუნდი საქმის სამართლებრივ შეფასებებს ელოდება, თუმცა მათი თქმით ფაქტი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო ვეღარ აკონტროლებს. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ადგილობრივები წაღვლის ტყით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ, საუბარია მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე