პრეზიდენტი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა
პრეზიდენტი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და საქართველო-უნგრეთის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
