უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს
საკითხზე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.