დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში, პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში, პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში - მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში - ცურვასა და შაშხანით სროლაში.
