„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს - ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. ქრონიკის ინფორმაციით, პარტია ლელო არჩევნებისთვის 15 მილიონ დოლარს ქვეყნის გარედან მიიღებს. ხაზარაძე - ჯაფარიძის პარტია საარჩევნოდ 50 მილიონს დახარჯავს, რაც, წყაროს ინფორმაციით, როგორც ლელოში ამბობენ, მინიმალური შედეგისთვის საკმარისია. დავალება მიღებულია, პარტიებში როლები განაწილებული, მიუხედავად ამისა, ოპოზიციურ ველზე ერთმანეთსვე ისევ უპირისპირდებიან. საკითხზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.
