თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალზე შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები მოეწყობა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალზე შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები მოეწყობა. პროექტის განხორციელება დღეს დაიწყო, სამუშაოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. წიწამური - საგურამოს გზის მონაკვეთზე ორ კილომეტრიანი ახალი ზოლი მოეწყობა. სამუშაოს დასრულება სამ თვეში იგეგმება, პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარამდეა.
