შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ექვს შეკვრად დაფასოებული, 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
