ქართული ვენახი ლევილში
ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება. პარალელურად, გაიმართება ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. ამ მიზნით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და „შატო ზეგაანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები დაესწრნენ
