პრემიერ-მინისტრი ელჩებს შეხვდა
მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და რომში მოქმედ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე უნგრეთში იკავებდა ელჩის პოზიციას. ყაზახეთის რესპუბლიკაში კი საქართველოს ინტერესებს ლევან დიასამიძე დაიცავს. ის 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იყო
