ძიუდოისტების დაჯილდოება
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონ გუნდს ძიუდოში მილიონი ლარი გადაეცემა