პოლიციელზე თავდასხმა - ხუთწლიანი პატიმრობა
5-წლიანი პატიმრობა გიორგი მინდაძეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გამოძიების ინფორმაციით, გასული წლის 29 ნოემბერს, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, მინდაძემ პიროტექნიკა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ესროლა, შედეგად ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო
