განაწილებული როლები ოპოზიციაში
„ქრონიკისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციამ დავალება მიიღო. თვითმმართველობის არჩევნებზე ბოიკოტის მომხრეები ბოიკოტის რეჟიმს შეინარჩუნებენ, „ლელო” კი არჩევნებისთვის დაფინანსებას, 15 მილიონ დოლარს ქვეყნის გარედან მიიღებს. ხაზარაძის პარტია მთლიანობაში 50 მილიონს დახარჯავს, რადგან „ლელოში” ამბობენ, რომ მინიმალური შედეგისთვის ეს თანხაა საჭირო. „ქრონიკის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დეტალები დაზუსტდება და პარტია განცხადებასაც გააკეთებს. გარე დავალება ლიდერებმა ჩაიბარეს. როლების განაწილების მიუხედავად, ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება

სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები