იტალიაში, ძლიერი სიცხის გამო, 5 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, ძლიერი სიცხის გამო, 5 ადამიანი დაიღუპა. თითქმის ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა. იტალიის ჯანდაცვის უწყებამ საფრთხის წითელი დონე 18 ქალაქში გამოაცხადა, მათ შორის რომში, მილანში, ტურინსა და გენუაში. ძლიერი სიცხის გამო, ჯანდაცვა მოსახლეობას შუადღისას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. გაფრთხილება განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ეხებათ. ასევე ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ღია სივრცეებში მუშაობა
