საფრანგეთის აეროპორტებში მასობრივი გაფიცვის გამო, ასობით რეისი გაუქმდა
საფრანგეთის აეროპორტებში მასობრივი გაფიცვის გამო, ასობით რეისი გაუქმდა. Ryanair-ის ავიახაზების განცხადებით, იძულებული გახდნენ ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილი 170-ზე მეტი ფრენა გაეუქმებინათ. გაფიცვას ორი ფრანგული პროფესიული კავშირი აწყობს. ორდღიანი პროტესტის ფარგლებში ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა პროფკავშირების მოთხოვნები და გაფიცვის ფაქტი დაგმო
