Politico-ს ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს უწევენ ორგანიზებას
გამოცემა Politico-ს ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს უწევენ ორგანიზებას. შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერების კომუნიკაცია, სავარაუდოდ, 4 ივლისს შედგება. ამერიკული მედიის ცნობით, მთავარი თემა ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაა. ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ კიევს თავდაცვითი შეიარაღება კვლავ მიაწოდოს
