ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გრძელდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გრძელდება. მეორე სესია სამ საათზე დაიწყო, სადაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 95 პროცენტამდე გამოცხადდა. განათლების მინისტრი გამოცდების პირველ დღეს თბილისის 39-ე და 177-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა. გივი მიქანაძემ საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებულია 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი
