Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის კუთხით გადახედა
Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის კუთხით გადახედა. საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, უახლესი შეფასებით, შვიდ მთელ ხუთ პროცენტამდე გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად რვა მთელ რვა მეათედ პროცენტს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა. Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება; ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს; საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი ოთხ მილიარდ ნახევარ დოლარს მიაღწევს
