იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა პრემიერ-მინისტრი
იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა პრემიერ-მინისტრი. იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და რომში მოქმედ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე უნგრეთში იკავებდა ელჩის პოზიციას. ყაზახეთის რესპუბლიკაში კი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა. ის 2022 წლიდან დღემდე იყო ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში
