შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება მმართველი გუნდისთვის ერთგვარი მხილებაა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით სიცრუეს და დეზინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად, ავრცელებენ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება მმართველი გუნდისთვის ერთგვარი მხილებაა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით სიცრუეს და დეზინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად, ავრცელებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, იდეალურად ორგანიზებული და დარღვევების გარეშე ჩატარდა. დანიელ ფესლერმა ისიც აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა, რაც, მისივე თქმით, შემაშფოთებელია
