პრემიერ-მინისტრი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კი ლევან დიასამიძე დაინიშნა. ის 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.