უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი დამტკიცებულია
ფართოვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. უწყებას უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება. მათ შორის თუ არსებობს მიმალვის საფრთხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შევიდეს საცხოვრებელ ადგილას და დაიწყოს შემოწმება, სასამართლოს კი 24 საათის განმავლობაში მიმართოს.
