იუსტიციის მინისტრი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად, მათ შორის “ბიზნეს ასისტენტი“, გონიერი კონტრაქტი, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია და ელექტრონული საფულე .საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.