„ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცებულია
15 აგვისტოდან ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება, სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. პირველი ოქტომბრიდან კი, კერძო კომპანიებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდებათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება. ხაზგასმით ითქვა, რომ ბენეფიციარებს პრობლემები არ შეექმნებათ და მათთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
