მიგრაციის დეპარტამენტმა ჯამში 41 მოქალაქე გააძევა
მიგრაციის დეპარტამენტმა, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს - ჯამში 41 მოქალაქე გააძევა. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ივნისში საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს, ხოლო ბოლო 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 280 პროცენტიანი ზრდაა.
