თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 67 შეკვრად დაფასოებული კილო და ორასი გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”- დაკავებულია სამი ადამიანი. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთებიც. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
