ოპოზიციის ლიდერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს, სტამბოლში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ოპოზიციის ლიდერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს, სტამბოლში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე აქტვისტი.
