„ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე შავი ღრუბლები გროვდება“ - ეს ფრანგული გამოცემის სტატიაში წერია
„ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე შავი ღრუბლები გროვდება“ - ეს ფრანგული გამოცემის სტატიაში წერია. გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად, ევროპარლამენტში საკმარისი ხმები შეგროვდა. მის მიმართ უკმაყოფილება კოვიდვაქცინების შესყიდვისა და ფარმაცევტული გარიგებების სკანდალებს უკავშირდება, რის გამოც მის მიმართ ნეგატიური განწყობა დღითიდღე იზრდება. თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, ფონ დერ ლაიენის გადაყენება ადვილი არ იქნება, რადგანაც ის პოლიტიკური გადარჩენის საოცარი უნარით არის ცნობილი.
