ჩინეთიდან ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა
ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის ორგანიზებით, ჩინეთიდან, ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა. ჯგუფის წევრები, ღვინის საწარმოებში ქართლში, იმერეთსა და კახეთში იმყოფებოდნენ. დააგემოვნეს ქართული ღვინო. წარმოდგენილი იყო 16 კომპანია.
