მეგრული ფოლკლორის საღამო
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეგრული ფოლკლორის საღამო გაიმართა. ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, აბაშისა და ხობის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა, ჩანაწერებიდან აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სამეგრელოს მხარის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
