განათლების ახალი მინისტრი
პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დღეს უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში გივი მიქანაძის ფართო გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების მნიშვნელობას.