მიმართვა ევროკავშირის ელჩს
ფაქტი და არა პოლიტიკური ბრალდება - პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საელჩოსგან განმარტებას ელის ევროკავშირის დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქციის შესახებ, სადაც მოწოდებები ისმოდა მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობისა და ყველას დასჯის შესახებ. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, არა მხოლოდ მონაწილეები, ორგანიზატორებიც იყვნენ. „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია კი სცენაზე გამომსვლელების დაშვება-არდაშვებას და განცხადებების შინაარს განსაზღვრავდა.
