მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები
2026 წელს საქართველო გაეროს საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის სევილიაში ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები დასრულებულია. მაკა ბოჭორიშვილისთვის საუბრის მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო. ოკუპაცია იყო გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე პირველი დიპლომატის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო გამოწვევების ფონზე საქართველოს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის და ფინანსური დისციპლინის ეფექტიანი შედეგიც აღნიშნა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
