აღქმები ფაქტების ნაცვლად
ფაქტები, ბუნდოვანი შეფასებების ნაცვლად! გაერთიანებული სამეფოს კრიტიკულ გზავნილებს ხელისუფლება კონკრეტულ კითხვებს უპირისპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის წარმომადგენლობამ ჯერ ის უნდა განმარტოს, რატომ არღვევს სტრატეგიული პარტნიორობის წესებს და რატომ სცდება მისი დიპლომატი ვენის კონვენციის სტანდარტს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული 30 ივნისს იყო დაბარებული და გადასცეს წერილი, რომელიც არგუმენტების გარეშე ბრალდებების გარდა, მუქრასაც მოიცავს. დოკუმენტი „ქრონიკამ“ მოიპოვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
